საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე პარიზის მთავარ პროკურორს, ჯილეს შარბონიერს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე პარიზის მთავარ პროკურორს, ჯილეს შარბონიერს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და კოორდინაციის მექანიზმებზე ისაუბრეს. პარიზის მთავარი პროკურორი ჯილეს შარბონიერი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მასპინძლობს.