ანრი ოხანაშვილი: აშშ-ის საელჩოს მხრიდან „სამართლიან არჩევნებთან” დაკავშირებით გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა გაუგებარია

მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მხრიდან “სამართლიან არჩევნებთან” დაკავშირებით გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა გაუგებარია.

„ჩემთვის სამწუხარო იყო, როდესაც მოვისმინე კონკრეტული განცხადება, სადაც საუბარი იყო “ისფედისთვის” გარკვეულ მხარდაჭერასა და წუხილზე. საელჩოს მხრიდან წუხილის გამოხატვა ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელმაც ამხელა ცდომილება დაუშვა “პივიტიში” და ასევე ტექნიკური მთავრობის იდეის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, ამის შემდგომ კი არ სურს, განმარტოს, პოლიტიკური ორგანიზაციაა თუ არასამთავრობო, გაუგებარია. დანარჩენი, შინაარსობრივი საკითხები ჯერ გუნდში განიხილება, შემდგომ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკელ პარტნიორებთან”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება  ევროკომისიის რეკომენდაციას პირდაპირ ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები