გერმანიაში სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკება დასრულდა

კონსერვატიულმა ბლოკმა, რომელშიც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიან-სოციალური კავშირი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია შედიან, ახალი მმართველი კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. პარტიის ლიდერებმა კოალიციური შეთანხმების ძირითადი დებულებები წარმოადგინეს.

ბუნდესტაგში ახალ სამთავრობო კოალიციას 630 სადეპუტატო მანდატიდან 328 ექნება.

მომავალი კოალიციის პარტნიორებმა დიდი ყურადღება დაუთმეს არალეგალური მიგრაციის პრობლემას.
კანცლერობის სავარაუდო კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას შეუძლია, გერმანიას დაეყრდნოს.

მან კონფერენციაზე დონალდ ტრამპის ახალი სავაჭრო პოლიტიკაც განიხილა. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებებმა მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე ტურბულენტობა გამოიწვია და უცნობია, თუ რით დამთავრდება ეს ყველაფერი.

ამასთან, მომავალმა კანცლერმა პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები