“ორმხრივი შურისძიება” – იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელზე და აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის დაუნდობელი დაბომბვის მიუხედავად, იემენის ძალებმა წარმატებით განახორციელეს სარაკეტო და უპილოტო ოპერაცია ისრაელის სამხედრო ობიექტებზე თელ-ავივის მახლობლად და ორ ამერიკულ სამხედრო ხომალდზე.,- ამის შესახებ იემენის არმიის განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ცნობით, ოპერაციები ჭურვებისა და თვითმფრინავის გამოყენებით ჩატარდა. „ჰუსიტები“ ამტკიცებენ, რომ ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.
„იემენის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია ოკუპირებულ რაიონში იაფას სამხედრო სამიზნეზე, „იაფას“ თვითმფრინავის გამოყენებით და მან წარმატებით მიაღწია მიზანს”,- ნათქვამია განცხადებაში.
არმიამ ოპერაცია შეაფასა, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-ის განხორციელებული აგრესიის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პასუხი.
“ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრის სამხედრო გემების სამიზნეში ამოღებას წითელ ზღვაში, რომლებიც ახორციელებენ აგრესიას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”,- აცხადებენ იემენელი “ჰუსიტები”.