“ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩადის ჩინეთში და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს; გაფორმებული აქვს უკვე სავაჭრო ურთიერთობები; გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობები მიდის” – მაჭარაშვილი

“ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩადის ჩინეთში და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს. გაფორმებული აქვს უკვე სავაჭრო ურთიერთობები. გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობები მიდის, ასეულობით მილიარდზეა საუბარი სავაჭრო ურთიერთობებში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“შეერთებულ შტატებზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც პირდაპირ საუბარია პრეზიდენტებს შორის ურთიერთობებზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ა.შ. შესაბამისად, ესეც ზუსტად იმის გაგრძელებაა, იმ ნარატივის გაგრძელებაა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რომ შექმნან ისეთი ილუზია, თითქოს საქართველო არის რაღაცნაირად იზოლირებული და ა.შ. ჯერ ერთი, ვნახოთ საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან – უნგრეთი იქნება, სლოვაკეთი იქნება, იტალია იქნება ან ნებისმიერი სხვა. არჩევნების შემდგომ პირდაპირ ჩამოვიდა უნგრეთის პრემიერი საქართველოში. ასევე, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა. ჩვენი ვიზიტები, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები. შეერთებულ შტატებზე აღარ ვსაუბრობ, ელჩთან ურთიერთობაზე და ა.შ. ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.

ასე, რომ ძალიან კარგად იციან, არანაირ იზოლაციაში საქართველო არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ აქვთ დავალება. ახლა არის ფარდა ჩამოხსნილი და გაცხოველებული ბრძოლა მიდის „დიფ სთეითთან“. ეს ხომ არ სჯეროდათ აქამდე. მათ შორის მედიის მხრიდან იყო კითხვები, სად არის ეს „გლობალური ომის პარტიაო“, ახლა უკვე აღარ ეპარება ეჭვი არავის იმიტომ, რომ თავად ტრამპმა დაამტკიცა და მისმა ადმინისტრაციამ. ის ებრძვის „დიფ სთეითს“ და არა მხოლოდ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირი იქცევა უსამართლოდ და ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენია ევროკავშირი. რა გასაკვირია, რომ საქართველოსთან მიმართებით უსამართლო იყო ევროკავშირი. აქ უკვე კითხვის ნიშნებიც აღარ არის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები