საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად აქციეს.
„ჩვენს ხალხებს შორის არსებული ისტორიული კავშირებიდან, ჩვენი წარსულიდან, როგორც არათავისუფალი და არადამოუკიდებელი, ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდის დასაწყისიდანვე, საქართველომ და აზერბაიჯანმა აჩვენეს ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი დონე და რეალურად შეძლეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად გადაქცევა“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისივე თქმით, უკანასკნელი მოვლენებიც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს.