ჩინეთი 10 აპრილიდან აშშ-დან ყველა იმპორტზე სატარიფო განაკვეთს 34 პროცენტიდან 84 პროცენტამდე გაზრდის,- ამის შესახებ სახელმწიფო საბჭოს საბაჟო ტარიფების კომისიამ განაცხადა.
განცხადებაში სახელმწიფო საბჭოს საბაჟო ტარიფის კომისიამ დაგმო აშშ-ის საპასუხო ტარიფები და მას შემდგომი შეცდომა უწოდა, რომელიც სერიოზულად არღვევს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ძირს უთხრის.
“საბაჟო კანონის, იმპორტისა და ექსპორტის სატარიფო რეგულაციების, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის კანონისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად და სახელმწიფო საბჭოს თანხმობით, ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება, აშშ-დან წარმოშობილ ყველა იმპორტზე დამატებით 50 პროცენტიანი ტარიფის დაწესდეს – განაკვეთი 34 პროცენტიდან 84 პროცენტამდე გაიზარდოს”,- ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.