მედია: ევროკომისია უკრაინას სავაჭრო შეღავათებს არ გაუხანგრძლივებს

ევროკომისია არ გაახანგრძლივებს სავაჭრო შეღავათებს, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ ევროკავშირს სოფლის მეურნეობის პროდუქტები ხელსაყრელი პირობებით მიაწოდოს, – ამის შესახებ Politico ევროკომისარზე სოფლის მეურნეობის საკითხებში კრისტოფ ჰანსენზე დაყრდნობით იუწყება.

„მოქმედი ზომები ნებისმიერ შემთხვევაში გაუქმდება. საბჭომ [ევროკავშირის] ნათლად აჩვენა, რომ [სავაჭრო შეღავათების] გაგრძელება შეუძლებელია“, – ციტირებს გამოცემა ჰანსენის სიტყვებს.

ევროკომისრის თქმით, ევროკომისია ამზადებს სატარიფო კვოტების ახალ სისტემას, მაგრამ ისინი განსხვავდებიან წინა შეღავათებისგან, რომლებიც პრაქტიკულად შეუზღუდავი იყო.

ევროკავშირმა 2022 წლის ივნისში უკრაინიდან შემოსულ ყველა საქონელზე ტარიფები ერთი წლით შეაჩერა, რათა კიევს ექსპორტის მოცულობის გაზრდაში დახმარებოდა. 2023 წლის მაისის ბოლოს უბაჟო იმპორტი კიდევ ერთი წლით, 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები