პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება.
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
საკანონმდებლო ორგანოს წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეების ნაწილმა ღამე გაათენეს.
მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 133-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.