სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში სოლო კონცერტი – ,,ლილე შენს ქალაქში” ჩატარდა

დღეს, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა წარმოადგინა სოლო კონცერტი – ,,ლილე შენს ქალაქში”. ღონისძიებას ქალაქის მერი დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე,მოწვეული ქორეოგრაფები და ადგილობრივები დაესწრნენ.

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული თეატრი ,,ლილე,, სამტრედიაში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს.

,,ლილე,,-ს ხელმძღვანელი გელა თურმანიძე,სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა მხეიძე, ქორეოგრაფები მაკა მეფარიშვილი, ნანუკა კაკაბაძე და მამუკა ნიკურაძე, მოსწავლეებთან ერთად, დაუღალავად შრომობენ, რათა საერთაშორისო და რესპუბლიკურ ფესტივალებზე სამტრედია ასახელონ. შრომის შედეგი თანაქალაქელებს ,,ლილემ,, პანდემიიდან გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ წარუდგინა.

ღინიძიებაში ,,ლილე,,-ს ყველა თაობის მოცეკვავეები იღებდნენ მონაწილეობას, ქორეოგრაფიულ, კოსტიუმირებულ ღონისძიებას, მუსიკალურ აკომპანირებას უწევდა სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე სამტრედიელებით დაკომპლექტებული ბენდი ,,ნაკა,,.
სოლო კონცერტზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქორეოგრაფ მერაბ პაქსაშვილის ხსოვნას.საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.ფოლკ-თეტრმა ,,ლილე,, შეკრებილი საზოგადოების ოვაცია და ტაში დაიმსახურა.

ღონისძიების ბოლოს დარბაზს სიტყვით მიმართა და გაწეული შრომისთვის პედაგოგებს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ტატა გოგუაძემ.

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს თანადგომისთვის, ქორეოგრაფებს, ბავშვებს და მათ მშობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები