ლაგოდეხში პროექტი – “არქეოლოგიური ლაშქრობა” დაიწყო

დაიწყო პროექტი “არქეოლოგიური ლაშქრობა”, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა პირველი სოფ.მსხალგორის წმ. გიორგის სახელობის კომპლექსი დალაშქრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

“ახალგაზრდებმა მოისმინეს მუზეუმის განყოფილების უფროსის, არქეოლოგ დავით ყვავაძის ლექცია კომპლექსის ისტორიულ წარსულზე. გაასუფთავეს კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ორნავიანი საწნახელი. ითამაშეს თემატური თამაში. მიიღეს მცირე ზომის გათხრებში მონაწილეობა და ისწავლეს არტეფაქტების დამუშავება.

პროექტის მიზანი ახალგაზრდების ჩართვა შემეცნებით აქტივობებში, გუნდურობა, მეგობრების შეძენა და ერთი დღით საინტერესო, მეგობრულ გარემოში გატარებაა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები