ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანაში ბეტონის გზა იგება

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. 

“ამ დროისთვის, შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ ტყემლანაში, სადაც ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 210 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ  გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება

აღსანიშნავია, რომ  გზების რეაბილიტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთერთი მთავარ პრიორიტეტია, მიმდინარე წელს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯამში, 16 კილომეტრამდე სიგრძის გზას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები”,- წერია ინფორმაციაში. 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები