,,როგორ აშინებდა მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს?!”
„მერაბიშვილს არასოდეს არ ჰქონდა ძალა, სააკაშვილისთვის ბოლომდე ეთქვა: „არა“, როგორც კი წინააღმდეგობაში შედიოდა მერაბიშვილი, მაშინვე სააკაშვილი იწყებდა ყვირილს , – „მოგხსნი! “ მერაბიშვილს კი ამისი ძალიან ეშინოდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას პეტრე მამრაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ ახმაურებს.
როგორც პეტრე მამრაძე ინტერვიუში აცხადებს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ყოფილმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ბრძანება, რომ შეიარაღებულ ჯარს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია და ტელეკომპანია „იმედი“ დაერბია.
„არა მარტო ვადასტურებ, არამედ მოწმე გავხდი იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა არ იცოდნენ ის, რომ სააკაშვილმა დაიწყო ეს მოქმედება. არც გაუფრთხილებია ისინი“, – ამბობს პეტრე მამრაძე. მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი გამომცემლობას კიდევ ერთ კულუარულ ინფორმაციას უმხელს. მამრაძის ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი ცხინვალში შეჭრის წინააღმდეგი იყო, თუმცა, ის ქვეყნის მაშინდელ მთავარსარდალს ვერ შეეწინააღმდეგა.
„მე ვიცი, რომ მერაბიშვილი მაშინ ცხინვალში შეჭრის წინააღმდეგი იყო. უბრალოდ, მერაბიშვილს არასოდეს არ ჰქონდა ძალა, სააკაშვილისთვის ბოლომდე ეთქვა: „არა“ . როგორც კი წინააღმდეგობაში შედიოდა მერაბიშვილი, სააკაშვილი მაშინვე იწყებდა ყვირილს, – „მოგხსნი! “ მერაბიშვილს კი მოხსნისა ძალიან ეშინოდა, ბოლო მომენტში ის ნებისმიერი ბრძანების შესრულებაზე თანხმდებოდა. მისი სტანდარტული პასუხი იყო ასეთი – „კი, ბატონო მიშა, რასაც იტყვი, იმას გავაკეთებთ“, – ამბობს პეტრე მამრაძე.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ სურდა, მაგრამ ეს 4 ნოემბრის თაბირზე გადაწყდა.
„უკვე ცნობილი გახდა 4 ნოემბრის თათბირი, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ გამოაქვეყნა, სადაც მერაბიშვილი მიუთითებდა, ხალხი ეცემათ და „დაეჩმორებინათ“, მაგრამ გუნდის შიგნით ყველა ლაპარაკობდა, რომ ვანო მერაბიშვილს არ უნდოდა ძალის გამოყენება, მაგრამ სააკაშვილმა გასცა დარბევის ბრძანება და მერაბიშვილს ვერაფერი გაამართლებს, რა თქმა უნდა, მან ეს ბრძანება შეასრულა….“ – ამბობს პეტრე მამრაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.