თბილისში, ისნის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე გაჩნდა.
ამ დროისთვის, ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
“კვირა” მომხდარის დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.