ჩაფხუტი და სათამაშო ტრაქტორი – რა მიიტანა ნარმანიამ მერის კაბინეტში (ვიდეო)

  დავით ნარმანია მერის უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა. ახლადარჩეულმა მერმა მის სამუშაო კაბინეტში რეგიონული განვითარების სამინისტროდან რამდენიმე ნივთი მიიტანა. ჩაფხუტი და სათამაშო ტრაქტორი ნარმანიამ კაბინეტში უკვე მოათავსა.
„ჩაფხუტს კარგად ვიყენებდი როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ახლა ქალაქში ძალიან ბევრი რამ გვაქვს ასაშენებელი და გასაკეთებელი, აქედან გამომდინარე, ეს აუცილებლად გამომადგება. მეორე ეს არის სიმბოლურად ტრაქტორი მშენებლობისთვის და ინფარსტუქტურის მოწესრიგებისთვის“, – აღნიშნა ნარმანიამ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=iNT5A31RqoY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები