ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტმა CBS Los Angeles-ს დაუდასტურა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი 0%-ითაა ლოკალიზებული.

ხანძარი გავრცელდა „ჰოლივუდ ჰილსში“, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც ცნობილი ადამიანების საცხოვრებელი სახლებია განლაგებული.

ამ დროისთვის, ლოს-ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძრის, სულ მცირე, ექვსი კერა მძვინვარებს.

მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის გამო თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო.

შეგახსენებთ, რომ ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. 70 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები