დმანისის მუნიციპალიტეტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

 

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის შესაბამის თანხას გამოყოფს.

გამოყოფილი თანხა პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას მოხმარდება.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია. ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს.

მათ, ვისაც სურვილი აქვს ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა დმანისი მუნიციპალიეტეტის მერიის შენობაში გახსნილ სპეციალურ შტაბში შეეძლება.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია – საკონტაქტო პირი: მეგი ედიბერიძე 599 85 66 90; მისამართი: ქალაქი დმანისი, წმინდა ნინოს ქუჩა N41

რეგიონები, უკრაინა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები