საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერაში საფრანგეთისთვის წითელი ხაზები არ არსებობს

უკრაინის მხარდაჭერაში საფრანგეთისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, – განაცხადა „ბიბისისთან” საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟან-ნოელ ბაროს თქმით, უკრაინას შეუძლია, თავდაცვითი მიზნებისთვის გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი ფრანგული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საფრანგეთმა ომში საკუთარი ჯარები ჩართოს, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა უპასუხა, რომ პარიზი არცერთ სცენარს არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები