ნინო წილოსანი: სააკაშვილი სრული დესტრუქციაა
“ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის შეფასებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სრული დესტრუქციაა.
„სააკაშვილი სრული დესტრუქციაა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა ბოროტმოქმედებებს და დანაშაულებს, მხოლოდ იმიტომ არ ხდებოდა, რომ აწყობდა, ამას სიამოვნებით აკეთებდა. როგორც კი მას ვინმე თავისუფლებას მიანიჭებს ან ძალაუფლება ექნება, გაცილებით უფრო სასტიკი ფორმებით გააგრძელებს იმ დანაშაულების ჩადენას, რაც, სამწუხაროდ, მისი მმართველობის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.