“ოთხივე პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი; მათ აქვთ მიზანი, რომ ამ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა” – გიორგი ჩაკვეტაძე
“ოთხივე პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი. მათ აქვთ მიზანი, რომ ამ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.
“ოთხი წლის წინ ამ ყველაფერს დასჭირდა 6 თვე, რომ დარწმუნებულიყვნენ და მათ პატრონებს ეთქვათ, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება ამისთვის. კონკრეტული თანხებით არიან ეს ადამიანები დაფინანსებული, მათ შორის – უცხოეთიდან, რასთან დაკავშირებითაც ანტიკორუფციულ ბიუროსაც ჰქონდა გარკვეული ეჭვები და შესაბამის გამოკვლევებს ატარებდა. ასე რომ, როგორც პატრონები ეტყვიან, ისე გააკეთებენ, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი”, – აღნიშნავს ჩაკვეტაძე.
ხვალ, 12:00 საათიდან მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს.