“ღმერთი არასდროს ტოვებს ადამიანს მარტო, მუდამ ახლოსაა უფალი” – ილია მეორე
“ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ გიორგობას.
წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი და მსოფლიოსი!
დღეს განსაკუთრებული დღეა, 20 წლისთავია წმინდა სამების აშენების დღიდან.
წმინდა გიორგი ეხმარება ყველა გაჭირვებულს. წმინდა გიორგი არასდროს არ ტოვებს ადამიანს გაჭირვებაში”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულზე, ქადაგებისას ისაუბრა.
,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“
ერთად ვთქვათ ტროპარი:
,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“ ამინ!
კიდევ ერთხელ ვთქვათ:
,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“ ამინ!
როცა წმინდა გიორგის აწამებდნენ, მას გაუელვა გონებაში ქრისტეს სიტყვებმა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე…
მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არასდროს არ ტოვებს ადამიანს მარტო, მუდამ ახლოსაა უფალი.
მაგონდება შემთხვევა, რომელიც კომუნისტების დროს მოხდა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.
ტაძარში, სხვებთან ერთად, ორი ქალბატონიც იყო. ერთი საშუალო ფენის წარმომადგენელი, მეორე დიდგვაროვანი ქალბატონი.
ამ ადამიანს გული ჰკარნახობდა, რომ მიდი იმ დიდგვაროვანთან და სამი მანეთი მიეცი; ის კი ვერ ბედავდა, სთხოვდა, შეურაცხყოფად არ მიეღო ქალბატონს მისი საქციელი.
ბოლოს მაინც მივიდა. აღმოჩნდა, რომ იმ დიდგვაროვანს კაპიკიც არ ჰქონდა და ღმერთს შეწევნას ევედრებოდა. მან მიწოდებული თანხით დიდად გაიხარა. მადლი შესწირა ღმერთსაც და შემომწირველსაც და თავისი პატარა სასწაული მღვდელს უამბო.
წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენთვის.
დიდება მამასა, და ძესა, და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ახლა ჩვენ ისევ ვიგალობოთ:
,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“
დალოცვილი იყავით და გახარებული.
ღმერთი იყოს ჩემი ნათლულების, თქვენი და საქართველოს მფარველი და შემწე.
ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.