ოპოზიცია დღეს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება

დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც, მხარდამჭერებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს.

როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პარალელურად, მათ აქციას რეგიონებიდან მსვლელობით შეუერთდებიან.

“21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს”, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები