“ოპოზიცია არა თუ არ დატოვებს მანდატებს, არამედ ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას” – ლევან მახაშვილი

“ოპოზიცია არა თუ არ დატოვებს მანდატებს, არამედ ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას”, – ამის შესახებ  „ქრონიკაში“ საუბრისას „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„აქვთ 2- თვიანი პერიოდი, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. იქამდე არის რბოლა, რომ თუკი რაიმე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ, ახლა აქვთ ეს პერიოდი. ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალურ რადიკალიზაციას ახდენენ და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თებერვლიდან, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან პარლამენტში ოპოზიციის ბევრ სახეს ვიხილავთ“, – აღნიშნა  მახაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები