უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში, მოუწოდებს უკრაინელ სამხედროებს გაავრცელონ რუსი სამხედრო ძალების განადგურების ვიდეოჩანაწერები.
„სწორედ ხარკოვისკენ მიმავალ გზაზე ააფეთქეს ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა! ვთხოვ ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, გამოაგზავნონ ოკუპანტების განადგურების ვიდეო. გაუგზავნეთ ეს ვიდეოები ყველა თქვენს მეგობარს. მათ მედიაში გაავრცელებენ. უკრაინა თავს დაიცავს!“, – წერს გერაშჩენკო.