“ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ, გემუდარებით – შეწყვიტეთ ომი” – ვალერი მელაძე ომის დასრულებისკენ მოუწოდებს

დონბასში ომის გამოცხადების ფონზე, ვალერი მელაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

“დღეს მოხდა ისეთი რამ, რაც არ შეიძლებოდა და არ უნდა მომხდარიყო. ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. დღეს კი მინდა, გთხოვოთ, გემუდარებით, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. ხალხს უნდა შეეძლოს მოლაპარაკება, ამისთვის გვაქვს ენა და ყველა უნარი. ხალხი არ უნდა იღუპებოდეს. ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა მელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები