დავით მათიკაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურების რეალური ფუნქციები სწორედ პროკურატურაშია

„პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული ამაში არ ხდება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურების რეალური ფუნქციები სწორედ პროკურატურაშია.

„კონსტიტუციური დანაწესი გვეუბნება, რომ კონსტიტუციური ორგანოები მხოლოდ ის ორგანოებია, რომლებმაც მხოლოდ ამგვარი საქმიანობები უნდა განიხილონ. თავის დროზე, გარკვეულწილად თავსმოხვეული იყო მოცემულობა და მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, არადა ასეთი სამსახურების რეალური ფუნქციები სწორედ პროკურატურაშია. ამიტომ – არაფერი, სწორდება ეს თემატიკა, პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული ამაში არ ხდება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის,საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები