ამირან გამყრელიძე: შემთხვევების 90-95% “ომიკრონია”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევების 90-95% კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონია”.

მან ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

“ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით, შემთხვევების 90-95% უკვე “ომიკრონზე” მოდის, ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემა პასუხობს ამ გამოწვევას, რადგან, როგორც ჩანს, “ომიკრონი” დელტასთან მიმართებაში შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამძიმების თეორია “ომიკრონსაც” აქვს და როცა ამდენი აქტიური შემთხვევა გვაქვს, შესაძლოა,  იყოს ზეწოლა, ასევე, ჰოსპიტალურ სექტორზე და გვქონდეს შემთხვევების ზრდა. კარგად უნდა გავითავისოთ, ვაქცინაცია, განსაკუთრებით მესამე – ბუსტერული დოზა იცავს სერიოზულად “ომიკრონით” ინფიცირებისგან და რაც მთავარია, ჰოსპიტალიზაციისგანგართულებებისგან, რომ ავადმყოფი არ მოხვდეს ინტენსიურში და რეანიმაციაში. მესამე დოზა, ბუსტერიზაცია დღეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე. სასურველია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველამ გაიკეთოს ბუსტერი, ამით ჩვენ ამ ომიკრონის ტალღას გაცილებით მსუბუქად გადავიტანთ”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები