სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა
სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2021 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა.
ცერემონია ტრადიციულად ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO-ს საიუბილეო საღამოს, 15 იანვარს, სასტუმრო ბილტმორში შედგა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ტრადიციული დაჯილდოებისგან განსხვავებით, წლევანდელ ცერემონიაზე, სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენის გარდა, დაჯილდოვდნენ პარასპორტსმენები და სამხედრო მოსამსახურეები.
გამარჯვებულები გახდნენ:
10. ბილიარდის ფედერაცია – გიორგი დიმიტრაძე;
9. კლასიკური სამჭიდის ფედერაცია – დავით გაბელაია;
8. პარაკარატეს ფედერაცია – ჯონი თოფურია;
7. მასრესლინგის ფედერაცია – გიორგი ქვლივიძე;
6. ძლიერ მამაკაცთა ფედერაცია – კოტე ჯანაშია;
5. ქართული ჭიდაობის ფედერაცია – ონისე ბუღაძე;
4. სამბოს ფედერაცია – ვახტანგ ჩიდრაშვილი;
3. რაგბის ფედერაცია – მერაბ შარიქაძე;
2. კიკბოქსინგის ფედერაცია – ლუკა შონია;
1. ჭადრაკის ფედერაცია – ნანა ძაგნიძე;