კახეთში, სოფელ კარდენახში ხანშიშესული მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ყოფილი სიძის მიერ დაჭრილ კაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ”კვირას” შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ერთი პირი. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.