ირაკლი ქადაგიშვილი: არანაირი სიახლე ოპოზიციის “მესიჯში” არ არის

“არანაირი სიახლე მათ მესიჯში არ არის”, – ასე გამოეხმაურა საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა იმის გამო, რომ არჩევნებს ვერ იგებენ, არ შეიძლება.

“არანაირი სიახლე მათ მესიჯში არ არის. ჩვენ შეგვიძლია,მთელი ეს პერიოდი “ქოფი ფეისთით” დავატრიალოთ უკან და მათი განცხადებები, ჩვენი განცხადებები ხელახლა მოვისმინოთ, ანუ მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა იმის გამო, რომ შენ აგებ არ შეიძლება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები