შალვა პაპუაშვილი: ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე როცა თავს ესხმიან მედიას და რეაგირება არ ხდება, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს

“ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, როცა თავს ესხმიან მედიას და ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ეხებოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეიძლება, ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც ჩუმდება ევროკავშირის საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმისას, ეს აჩვენებს, რომ თავად ახალისებენ ჟურნალისტებზე თავდასხმას.

„ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე როცა თავს ესხმიან მედიას და ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს. შეიძლება, ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც ჩუმდება ევროკავშირის საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმისაა, ეს აჩვენებს, რომ ის ამით ითმენს, თვალს ხუჭავს და რაც ყველაზე სამწუხაროა, ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას. მათ შორის ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები. სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც იქცა როგორც სიძულვილის ენის, ისე რიგ შემთხვევაში, ძალადობის წამახალისებლად, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში, სიძულვილის ენაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამაზე არათუ თვალს ხუჭავს, საერთოდ არ რეაგირებს, რაც საბოლოო ჯამში, ახალისებს ძალადობას და სიძულვილს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები