გიორგი ვოლსკი: ზოგიერთი დიპლომატიური მისიის მთავარი ამოცანა არის როგორმე გამოიწვიონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება, დარაზმონ და განავითარონ შეჯახების სცენარი

,,ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი “იმედის” ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,
ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში მედიაგარემოს აკრიტიკებდა, „ქრონიკის“ ორ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს, ამასთან, მათივე ცნობით, ევროპის დღეზე „ქრონიკის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და ოპოზიციის შეტევის შესახებ კითხვას არ პასუხობს არც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე „ქრონიკის“ ჟურნალისტებს სხვადასხვა თემაზე კითხვები გაგზავნილი აქვთ, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებში, თუმცა დიპლომატების პასუხი მხოლოდ დუმილია.

ვოლსკის შეფასებით, ეს ორმაგი სტანდარტია.

„ორმაგი სტანდარტია. ვისაც უნდა უპასუხებენ, ვისაც უნდა დაიცავენ, ვისაც უნდა გალანძღავენ. ზოგიერთი დიპლომატიური მისიის მთავარი ამოცანა არის როგორმე გამოიწვიონ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება, დარაზმონ და განავითარონ შეჯახების სცენარი. ამას ჩვენ ვუყურებთ, ეს პროცესი ჩვენს თვალწინ ვითარდება. ამაში მათ მედიები ეხმარებიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები