ლევან მაჭავარიანი: არიან ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ – მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით
,,არიან ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, ხან რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ბარათაშვილის ხიდზე ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მათ დღის წესრიგს ყოველთვის ვიღაც კარნახობს.
„არიან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, ხან, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ იესოს გამოსახულებით და ა.შ. და რა თქმა უნდა მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს და ვიღაცის დაკრულზე ისინი უნდა ცეკვავდნენ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მოსკოვი იქნება, ბრიუსელი იქნება თუ რომელიმე ქალაქი იქნება, როდესაც ვიღაცის ვასალი ხარ, ვასალი ხარ და ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა ასეთი დამოკიდებულებისგან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „საქართველო აღარავის დაემონება“ – ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.