ცაჰკნა მიიჩნევს, რომ პუტინი ახალ ხაფანგს აწყობს და ამისთვის თურქეთს იყენებს
რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აფერხებს სამშვიდობო პროცესს,- ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებას.
მინისტრს არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერს მშვიდობის მისაღწევად გულწრფელი განზრახვა ამოძრავებს.
„ერთადერთი, ვინც რეალურად ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვის, უკრაინაა და ის ამას საკმაოდ ღიად აკეთებს. პრეზიდენტი ზელენსკის ინიციატივით, ასევე შეერთებული შტატების, მათ შორის ტრამპის და მთელი ევროპის მხარდაჭერით.
როგორც ჩანს, პუტინს ეს ზავი არ სურს. ის ახალ ხაფანგს აწყობს და გარკვეული ორმხრივი მოლაპარაკებების დასაწყებად თურქეთს შუამავლად იყენებს- განაცხადა ცაჰკნამ.
შეგახსენებთ, პუტინმა კიევს სტამბოლში, 15 მაისს, პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.