აშშ საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის
“ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის”, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქართველოს ხელმძღვანელობის კრიზისებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს.
„ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის. ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქართველოს ხელმძღვანელობის კრიზისების და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციში.