რატიანი განმარტავს, კურნავს თუ არა “ტოცილიზუმაბი” კორონავირუსისგან

„ტოცილიზუმაბი“ არ წარმოადგენს იმ სამკურნალო, საწამლო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ტოცილიზუმაბთან” დაკავშირებით „ატეხილი აჟიოტაჟი“ გაუმართლებელია.

„სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ „ტოცილიზუმაბი“, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიჩნეულია ერთ-ერთ რანგიან პრეპარატად კორონავირუსისგან გადასარჩენად. არაა დადასტურებული პათოგენოზური სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდდაავადებისგან 100%-ით აჯანმრთელებს. დღემდე ვიყავით ვართ და ვართ ყველაზე დიდი მიმღები კლინიკა. 10 ათასამდე ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს გატარებული. მათ შორის, დაახლოებით, 1 200-მდე მძიმე და კრიტიკული პაციენტი იყო. ბოლო პერიოდში, როცა ტოცილიზუმაბზე ლაპარაკი, სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ. 10-დან რამდენიმე შემთხვევაში, მან დადებითი ეფექტი გამოიღო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ის არ წარმოადგენს იმ სამკურნალო, საწამლო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებს. ის, ამ დაავადების შემთხვევაში, ძალიან ვიწრო ჩარჩოში გამოიყენება და განსაკუთრებით, იმ პაციენტებში, რომელთაც ის ესაჭიროებათ“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები