ლევან რატიანი: თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება

“ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაფუძნებულ პროტოკოლს წარმოადგენს. როგორც კი იცვლება მათი პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენს პროტოკოლშიც”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება.

„ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მიმიღია, ჩემდა სამწუხაროდ და მათ საბედნიეროდ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. იცით, რომ ეს დაავადება სულ ორი წელია, რაც არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დაავადების მიმდინარეობის შესახებ არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, ვინც დღე და ღამე სწავლობენ მას. ასევე, ადამიანებს მინდა, ვუთხრა, რომ სიბოროტეს სიკეთე სჯობს. თუ მათ გააჩნიათ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია, ალბათ, დანაშაულიც არის, თუ ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან.

თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება.

ძალიან გული მწყდება… მე მაცვია თეთრი ხალათი, არ ვაპირებ სიკვდილის ბოლომდე ამ ხალათის გახდას და იმ ექიმებს, რომელთაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსი, ჩემდა სამწუხაროდ, გასაოცარია. მე მათ ვუსურვებ, ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს ეს პანდემია და ყველა სიბოროტე დაგვევიწყებინოს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები