ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში 95 პაციენტი მკურნალობს

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, 95 პაციენტი მკურნალობს.

ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მეტწილად საშუალო სიმძიმისაა.

„პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა, გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომელსაც ჟანგბადის მიწოდება აღარ სჭირდება. ერთ პაციენტს გუშინ მდგომარეობა დაუმძიმდა და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მორიგეობის განმავლობაში ერთი პაციენტი ბინაზე გაეწერა. გუშინ პაციენტების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დღეს დილით ორით გაიზარდა“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები