ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ჩვენი აუღებელი ციხე-სიმაგრეა ქორწილების გადახდის პრაქტიკა, მინიმუმ ათ კაცზე მეტის შეკრება კანონით დასჯადი უნდა გახდეს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება კანონით დასჯადი უნდა გახდეს.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება სავალდებულო უნდა იყოს.
“მე ვფიქრობ, პირბადის ტარების ვალდებულება უნდა გამოცხადდეს, ეს არის აუცილებელი პირობა. თუ ჩვენი აუღებელი ციხე-სიმაგრეა ქორწილების გადახდის პრაქტიკა, მინიმუმ ათ კაცზე მეტის შეკრება კანონით დასჯადი უნდა გახდეს, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ძალიან გვიჭირს. რეკომენდაცია, რომ არ ჩაატარო ქორწილი, არავისზე გავლენას აღარ ახდენს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არასაჭირო, არაესენციალური შეკრებები, კონცერტები, სადაც მასობრივად იყრიან თავს. არ აქვს მნიშვნელობა, დედაქალაქია, პერიფერიაა, საკურორტო ზონაა, ეს კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. ომში ვართ, ყოველდღე 40-მდე ადამიანი გვეღუპება, სიკვდილობა კიდევ გაიზრდება და ვიღაცას ეკონცერტება, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია”, – აღნიშნა “დღის კურიერში” ბიძინა კულუმბეგოვმა.