აშშ-ში, ქიმიურ ქარხანაში ხანძარია – ილინოისის შტატი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა

აშშ-ში, ილინოისის შტატში, ქიმიურ ქარხანაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

მედიის ინფორმაციით, შენობა, პრაქტიკულად, განადგურებულია.

მთელი ტერიტორია დაფარულია კვამლით, რომელიც შეიძლება, გოგირდის მჟავას, აზოტსა და ტყვიას შეიცავდეს.

ხელისუფლებამ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, შეძლებისდაგვარად, ქუჩაში არ გავიდნენ, ახლოს მდებარე სახლებიდან ხალხი ევაკუირებულია.

აღინიშნება, რომ შეუძლებელია ცეცხლის ჩაქრობა წყლით, რადგან ამან შეიძლება, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს – არსებობს საშიშროება, რომ ქიმიური ნივთიერებები მოხვდეს მდინარე მისისიპის შენაკადში, რომელიც ქარხნიდან 300 მეტრშია.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები