“დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„დღეს დაიღუპა 31 ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორი კვირით ჩამორჩება ინფიცირების ზრდის მაჩვენებელს. ამ და სხვა პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ვართ პიკში. თუ ძალიან არ გავლაღდებით, ორი კვირის შემდეგ ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.