“საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისას 27 სერიოზული გართულება დაფიქსირდა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი გართულება.

„სერიოზული გართულება, რომელიც შეტყობინებას ექვემდებარებოდა, იყო 27. დანარჩენი მსუბუქი გართულებები და გვერდითი მოქმედებები იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, 27 შემთხვევიდან ოთხ შემთხვევაში საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში – ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში კი – რეანიმაციული ღონისძიებები.

„გვერდითი მოვლენები და რეაქციები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია, საქართველოში ვაქცინირებულებიდან ასეთი ადამიანები ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს 27 შემთხვევაში, მათგან ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები“, – ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები