“აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ” – ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა.

მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში საჯაროდ გაიკეთა.

კინორეჟისორმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

“თავს ვგრძნობ ჩვეულებრივად, ავიცერიფაიზერის” ვაქცინით. არანაირი ღელვა არ მქონდა, დარწმუნებული ვარ, არავითარი გართულება არ იქნება. აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა, ახლობლები გადარჩეს, თუ გვინდა, რომ უბრალოდ კარგად ვიყოთ”, – აღნიშნა ღოღობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო.

სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია AstraZeneca-ს ​ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები