აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.