თინა ბოკუჩავა – კარტოგრაფების საქმეზე: პოლიტიკურად შეკერილი საქმეა, რომელიც ზოგიერთმა შესაძლოა, პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება შესაძლებელია, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს.
მისივე თქმით, მელაშვილი-ილიჩოვას საქმე პოლიტიკურადაა შეკერილი.
“ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე, რომლის გამოყენებაც სურდა ივანიშვილს. დღესაც ვნახავთ არა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ ივანიშვილის პოლიტიკური თამაშიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, ზოგ-ზოგიერთებმა პარლამენტში შესასვლელად, საბაბადაც კი გამოიყენონ”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.