მედია: 11-12 აპრილს უკრაინის დელეგაცია აშშ-ს მინერალური რესურსების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ეწვევა

უკრაინელი ოფიციალური პირები შეერთებულ შტატებს მიმდინარე კვირის ბოლოს ეწვევიან, რათა მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალ პროექტზე მოლაპარაკება აწარმოონ.

როგორც Bloomberg-ის ორი წყარო იუწყება, უკრაინის დელეგაციაში წარმოდგენილი იქნებიან ქვეყნის ეკონომიკისა და იუსტიციის უწყებების მინისტრების მოადგილეები. თუმცა, უმაღლესი დონის პოლიტიკოსები არ ჩაერთვებიან, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ამჟამად ტექნიკურ კონსულტაციებს მოითხოვს.

წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ კიევმა მოლაპარაკებების თაობაზე საერთაშორისო იურიდიული ფირმა დანიშნა. ვიზიტი 11-12 აპრილს იგეგმება.

მანამდე, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში გუნდს გაგზავნის, რათა მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალ პროექტზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები