ბელგია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს
ბელგია უკრაინას 1 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა 8 აპრილს კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ბელგიის მთავრობის მეთაურმა 2025 წელს უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ბელგია ყოველწლიურად თავდაცვის მიზნებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.
ამასთან, დე ვევერმა უკრაინაში ბელგიური თავდაცვის წარმოების დაარსებასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა და აღნიშნა, რომ დღეს ოთხ შესაბამის კონტრაქტს მოეწერა ხელი.
მან ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარებას საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების აშენებაში და რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე ევროპის ხელახალ შეიარაღებაში.