“საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტი წარმატებული იყო, როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე თავად კონფერენციის ფორმატში მუშაობა” – პაპუაშვილი

“ჩვენთვის საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებლობა გვქონდა კიდევ ერთხელ გვქონოდა დისკუსიის საშუალება 130 პარლამენტის წარმომადგენელთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, როგორც ასამბლეის ფორმატში, ასევე ორმხრივი შეხვედრების ფორმატში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„არააღიარების პოლიტიკა ზუსტად ამის გარანტორია. ასევე შესაძლებლობა გვქონდა, ევროკავშირის რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვედროდით, პარლამენტის წევრებს და გვესაუბრა იმ სამწუხარო განვითარებაზე, რასაც ჩვენ ზოგიერთი პოლიტიკური წრეებიდან საქართველოს მიმართ ვხედავთ, რაც რა თქმა უნდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას აუარესებს. ჩვენს კოლეგებს კარგად ესმით, ეს სირთულეები თუ საიდან მოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ის გარე ფაქტორები, რომელიც ამ სირთულეებს უზრუნველყოფს, უკრაინაში მიმდინარე ომს ვგულისხმობ, როგორც კი, ეს გარე ფაქტორები დასრულდება, ურთიერთობა იმ წესებს და ნორმებს დაუბრუნდება, რომელიც ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს. ასევე, შესაძლებლობა გვქონდა, რომ ასამბლეის წინაშე გამოვსულიყავი. ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტი წარმატებული იყო, როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე თავად კონფერენციის ფორმატში მუშაობა. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის მხრიდან მაღალი დონის კონფერენცია იყო უზრუნველყოფილი. ან მხრივაც მინდა, რომ მასპინძლები შევაქო მასპინძლობისთვის და კარგი ორგანიზებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები