ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი ოლექსი ბორუტა ანგარიშით 6:2 დაამარცხა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი ქემერტელიძემ მეოთხედფინალში თურქი ჰაიდარ იავუზი დაამარცხა, ნახევარფინალი კი სომეხ არმან ანდრეასიანთან დათმო.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.