ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ესპანელი მოჰამედ მოტაგინია ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირზე მან პირველი შეხვედრა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აჰმედ უსმანოვთან დათმო, ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა და უკრაინელი ვასილ მიხაილოვი დაამარცხა.
„მიმდინარე ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.